დიუფი ჯერარდს დედის გაუპატიურებით დაემუქრა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი ფლორან სინამა-პონიოლი ჟურნალისტ ვალიდ აშერშურს მერსისაიდული გუნდის ნახევარმცველ სტივენ ჯერარდისა და თავდამსხმელ ელ ხაჯი დიუფის კონფლიქტის შესახებ მოუყვა.

მისი თქმით, ინციდენტი წინასასეზონო მატჩის შესვენებისას გასახდელში მოხდა.
"მაშინ ტრავმირებული ვიყავი. ისინი ერთმანეთს ვერ იტანდნენ. დიუფი ინგლისურად ვერ ლაპარაკობდა, საშინლად იცოდა ინგლისური. მოვიდა ჯერარდი და დიუფის შეურაცხყოფა დაიწყო. ასე მიმართა: "ეი, შენ, რეგვენო, პასი უნდა გააკეთო, პასი უნდა გააკეთო".

დიუფმა ინგლისურად ვერ უპასუხა და მწვრთნელ ჟერარ ულიეს ფრანგულად უთხრა: "გადაეცი, რომ მის დედას ...". ამის შემდეგ ულიემ თქვა: "დიუფი
ჩემი მეგობარი არ არის, ახლა მასთან ურთიერთობას გავარკვევ".

ხომ წარმოგიდგენიათ, ამის შემხედვარე ახალგაზრდები რას ფიქრობდნენ, როდესაც ასეთი დონის პროფესიონალები ასე იქცეოდნენ?", - ციტირებს სინამა-პონიოლს Sport Witness-ი.

დიუფი "ლივერპულში" 2002-05 წლებში თამაშობდა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული