ნარცისია? - დე ბრუინს მიაჩნია, რომ უნიკალურია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა Sky Sports-ის ჟურნალისტთან საუბარში რამდენჯერმე აღნიშნა, რომ უნიკალური ფეხბურთელია:

"ახლა ფორმაზე ლაპარაკი ძნელია, მაგრამ ამჟამად სუსტი წერტილი არა მაქვს. თამაშის ყოველ ასპექტში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

"ვოლფსბურგში" არაჩვეულებრივად კარგი ვიყავი, მაგრამ უკანასკნელ სამ სეზონში ჩავარდნები მქონდა. ახლა სტაბილურად ვთამაშობ და ამით ბედნიერი ვარ. "ვესტ ჰემთან" სეზონის პირველი მატჩიდან დაწყებული, "რეალთან" შეხვედრამდე, შესანიშნავად ვთამაშობდი.

ბევრი ფეხბურთელით აღფრთოვანებული ვარ, თუმცა მომწონს, როდესაც თავს უნიკალურად ვგრძნობ. ვფიქრობ, ჩემი თამაშის სტილი უნიკალურია. ნახევარმცველს სუსტი წერტილი არ უნდა ჰქონდეს.
ფეხბურთი ვითარდება და იმისათვის, რათა შეტევაშიც მიიღო მონაწილეობა და დაცვასაც დაეხმარო, ბევრი შრომა გჭირდება".

ამ სეზონში პრემიერლიგის 26 მატჩში 28 წლის დე ბრუინმა 8 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნარცისია აბა რაარი? ვოლფსბურგში თამაშობდა წიგნი რო გამოუშვა თავის ავტობიოგრაფია, მაგრამ მაგარი ფეხბურთელი კია
ემრე
15:24 24-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული