Goal.com-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი ხაბი ალონსო "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას ასისტენტობის მთავარი კანდიდატია. მეტიც, გვარდიოლა მისი მოწვევით პირადად არის დაინტერესებული.
აღსანიშნავია, რომ სპეციალისტი, ასევე, რუდოლფო ბორელასა ("სიტის" აკადემიის თანამშრომელი) და დომენიკ ტორენას (რომელიც პეპთან "ბარსასა" და "ბაიერნში" იყო) კანდიდატურებს განიხილავს.
შეგახსენებთ, პეპის ბოლო ასისტენტმა პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც ლონდონის "არსენალისგან" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოწვევა მიიღო.
ალონსოს რაც შეეხება, ის "ბაიერნში" გვარდიოლას მწვრთნელობის დროს თამაშობდა, მანამდე კი "ლივერპულისა" და მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავდა.