კორონავირუსის ეფექტი: ობამეიანგის ფასი ნახევრამდე დაეცა, ფეხბურთელი შოკშია

AutoSharing Option
ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობა შიშობს აარონ რემზის სიტუაციის გამეორებას და მზადაა ობამეიანგი დაბალ ფასში გაყიდოს.

გამომცემლობის თანახმად, ფეხბურთელის სამსახურით "ბარსელონა", მადრიდის "რეალი", "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან დაინტერესებულნი.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში პიერ-ემერიკმა 32 მატჩში 20 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა. მოქმედი კონტრაქტი ფეხბურთელსა და გუნდს 2021 წლის ივნისამდე აკავშირებთ. Transfermarkt-ი ფეხბურთელს 56 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო "არსენალი" მზადაა 34 მილიონ ევროდ გაყიდოს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთელი შოკშია მომეწონა :)))
L.J.
13:22 29-04-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული