თუ კლუბები ნეიტრალურ სტადიონზე თამაშზე უარს იტყვიან, პრემიერლიგა დასრულდება

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის მწვრთნელების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ ბივანმა განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგა ვადაზე ადრე დასრულდება, თუ კლუბები დარჩენილი მატჩების ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარებას არ მოისურვებენ.

ეს იდეა მიმდინარე კვირას კლუბების წარმომადგენლების შეხვედრაზე უკვე განიხილეს. საქმე იმაშია, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობას სურს, რომ სეზონის განახლების შემთხვევაში მატჩები საშინაო არენაზე არ ჩატარდეს. ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გუნდებისთვის, რომლებიც მჭიდრო დასახლების რეგიონში არიან. თამაშებზე დასწრება აკრძალული იქნება, თუმცა გულშემატკივრები, შესაძლოა, სტადიონთან შეიკრიბონ, რითაც კარანტინის ყველანაირი შეზღუდვა
დაირღვევა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული