კლოპმა გარი ნევილს აკადემიურად დასცინა - "კლასი" აქაც დაეტყო

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ინტერვიუ BBC-ს მისცა და ერთ-ერთ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ ფეხბურთელსა და ამჟამად სპორტულ ჟურნალისტ გარი ნევილზე იხუმრა.

როგორც ჩანს, გერმანელი საკმაოდ დიდ დროს ატარებდა ტელევიზორთან კარანტინის პერიოდში და ნევილიც ყველა საკითხზე საუბრის დროს შეამჩნია.

"კარანტინის დროს დიდი არაფერი მისწავლია, იმის გარდა, რომ გარი ნევილს აბსოლუტურად ყველაფრის შესახებ აქვს აზრი! ეს ბრწყინვალეა! ამის იქით კი, ბევრი რამ არ მისწავლია, საკუთარ თავს 52 წელია ისედაც ვიცნობ.

ვიცი, რომ რთულ სიტუაციებთან გამკლავება შემიძლია და ახლა კი რთული
დროება არა მხოლოდ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვისაა, არამედ პლანეტაზე მცხოვრები ყველა ადამიანისთვის. ვამაყობ იმით, თუ როგორ უმკლავდება ამ ყველაფერს საზოგადოება.

რას ვიზამ პირველად შეზღუდვების მოხსნის შემდეგ? არ ვიცი. ალბათ, იმას, რაც აქამდე აკრძალული იყო. გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან მინდა გემრიელად ჩავეხუტო ჩემს ფეხბურთელებს, დიდი ხანია ისინი აღარ მინახავს.

თუმცა, თავიდან ამის ნებართვა არ გვექნება. ამიტომ ჩახუტების შემდგომი ეტაპისთვის გადადება მოგვიწევს. პირველ რიგში, პროფესიონალები უნდა ვიყოთ", - განაცხადა კლოპმა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული