"ლივერპულის" შოტლანდიელმა მცველმა ენდი რობერტსონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორია გუნდის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ნასვამ მდგომარეობაში.
"მთვრალი კლოპი კიდევ უფრო კლოპია. თუკი რაიმეს გაკეთებას გადაწყვეტ, ეს ბოლომდე, 100%-ით უნდა გაააკეთო: 100%-ით ითამაშო, 100%-ით ივარჯიშო, წვეულებებზეც 100-ით "დაიხარჯო".
როცა იურგენი წვეულებებზე მოდის, ის ისე ერთობა, როგორც კლოპს შეეფერება, ოღონდ 3-4-ზე გამრავლებულ კლოპს", - უთხრა რობერტსონმა პიტერ კრაუჩის პოდკასტს.
იურგენ კლოპი "ლივერპულს" 2015 წლიდან წვრთნის, იქამდე კი დორტმუნდის "ბორუსიასა" და "მაინცს" ედგა სათავეში.