"დორტმუნდის" დირექტორი: კლოპი უნიკალურია, შეეძლო გერმანიის კანცლერი გამხდარიყო

AutoSharing Option
"დორტმუნდის" მმართველ დირექტორს, კარსტენ კრამერს მიაჩნია, რომ "ლივერპულის" მენეჯერი იურგენ კლოპი კარგი პოლიტიკოსი იქნებოდა.

"როგორ აგიხსნათ - ის ასეთია, ნამდვილია. მისი უნიკალურობა უშუალობაა, მძიმე მარცხის შემდეგ ხალხთან საუბარი შეუძლია. მახსოვს გუნდს როგორ მიმართა 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების მერე, როდესაც ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად დათრგუნულები იყვნენ.

მისი საუკეთესო თვისებაა იყოს ის, რაც არის - იურგენ კლოპი, იურგენ კლოპს კი ხალხის მიზიდვა შეუძლია.

ხალხისთვის საუკეთესო პოლიტიკოსი იქნებოდა. შესაძლოა, გერმანიის კანცლერი გამხდარიყო", - განუცხადა კრამერმა Tribal Football-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული