ინგლისში სიტუაცია რთულდება - "უოტფორდის" 3 ფეხბურთელი დაინფიცირდა

AutoSharing Option
The Athletic-ის ცნობით, "უოტფორდის" სამმა წარმომადგენელმა კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო.

დაინფიცირებულია გუნდის ერთი ფეხბურთელი და ორი თანამშრომელი. ამ მომენტისთვის სამივე მათგანი თავს კარგად გრძნობს და 7 დღის მანძილზე იზოლირებულნი იქნებიან.

ამ ვითარების გამო "უოტფორდის" ფეხბურთელების ნაწილმა უარი თქვა ხვალინდელი ჯგუფური ვარჯიშების დაწყებაზე. პრემიერლიგისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით კი, გუნდებს არ აქვთ უფლება, ფეხბურთელებს ვარჯიში დააძალონ.

ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ "ბარნლის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტიც კორონავირუსით დაინფიცირდა. ეს გარემოებები კი, რა თქმა უნდა, ართულებს პრემიერლიგის განახლებას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული