დავიდ სილვა "მანჩესტერ სიტის" დატოვებს

AutoSharing Option
ვეტერანმა ნახევარმცველმა დავიდ სილვამ განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტიში" უკანასკნელ სეზონს ატარებს. მას ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდება.

"აქ 10 წელი ვითამაშე და რასაც მინდოდა, ყველაფერს მივაღწიე. ამ გუნდში ჩემი დრო დასასრულს უახლოვდება, თუმცა მუდამ ჩემს გულში დარჩება. ახლა მე და ჩემს ოჯახს ახალი გამოწვევა გვჭირდება.

მოლაპარაკებები შეჩერდა, ახალი არაფერი ხდება", - განუმარტა სიტუაცია დავიდმა "მირორს".

სილვა ოთხჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და სავარაუდოდ, კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული