"მანჩესტერ სიტი" არგენტინელ თავდამსხმელ სერხიო აგუეროსთან დამშვიდობებას არ აპირებს.
ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ უკანასკნელ დღეებში "რეალისა" და "ინტერის" წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდნენ, თუმცა "ქალაქელები" მის გაყიდვას არ აპირებენ.
მართალია, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "კუნი" "ნაპოლისთან" აწარმოებს მოლაპარაკებას, მაგრამ სკირა ამტკიცებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
მართალია, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "კუნი" "ნაპოლისთან" აწარმოებს მოლაპარაკებას, მაგრამ სკირა ამტკიცებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
ამ სეზონში 31 წლის აგუერომ პრემიერლიგის 22 მატჩში 16 გოლი (2 პენალტით) გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.