ბარნსი: სალაჰსა და მანეს თუ კვირაში 1 მილიონს შესთავაზებენ, "ლივერპულიდან" წავლენ

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა ჯონ ბარნსმა მერსისაიდული გუნდიდან თავდამსხმელების - სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰის შესაძლო წასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"ფეხბურთელებს ყველა კლუბი ყიდის. ასეთია თანამედროვე ფეხბურთის რეალობა. მაგალითად, "ბარსელონა" იძულებული იყო ნეიმარს დამშვიდობებოდა. ახლა ფეხბურთელებს უფრო ხელფასი ხიბლავს. ნებისმიერი, თვით მანე და სალაჰიც წავლენ, თუ კვირაში 1 მილიონ ფუნტს (1.1 მილიონი ევრო) შესთავაზებენ. გუნდსა და მის სტატუსს მნიშვნელობა არა აქვს.

"ლივერპული" იმდენმა ფანტასტიკურმა მოთამაშემ დატოვა - ფერნანდო ტორესი, ლუის სუარესი, ფილიპე კოუტინიო. კარგია "ლივერპული" ასეთი ძლიერი რომაა, მაგრამ ფეხბურთელები მოდიან და
მიდიან. ყოველთვის ვეუბნები გულშემატკივრებს, რომ გუნდს უნდა უქომაგონ და არა ცალკეულ ფეხბურთელებს", - განუცხადა ბარნსმა WION-ს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ფეხბურთი ერთი დიდი ბაზარი, რომ გახდა არ უნდა ამას "ბაზარი"
ვახო
17:16 01-06-2020
0
მართალია ეს კაცი, ბევრი ფულისთვის უკადრებელს კადრულობენ და გარბიან ჩინეთში სათამაშოდ და დაბალ ლიგებში დიდი ფულის სანაცვლოდ
irakli
19:44 31-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული