"ლივერპულს" ვერნერის ტრანსფერის გაჩარხვა ამ დღეებში უნდა

AutoSharing Option
"ლაიპციგის" თავდამსხმელი ტიმო ვერნერი შეიძლება მალე პრემიერლიგაში გადაბარგდეს.

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ცნობით, ვერნერს კარიერის მხოლოდ "ლივერპულში" გაგრძელება სურს, ხოლო მერსისაიდული კლუბი მასთან კონტრაქტის გაფორმებას უახლოეს დღეებში იმედოვნებს.

ვერნერი "ლივერპულის" მწვრთნელს იურგენ კლოპს უკვე ესაუბრა.

ამ სეზონში მან ბუნდესლიგის 28 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული