ობამეიანგი: კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მომიწევს

AutoSharing Option
31 წლის გაბონელმა თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა განაცხადა, რომ "არსენალმა" კონტრაქტის გახანგრძლივება არ შესთავაზა.

"უკანასკნელ ხანს "არსენალს" ჩემთვის ხელშეკრულების გაგრძელება არ შემოუთავაზებია. თუმცა, რა თქმა უნდა, კლუბის წარმომადგენლებთან ბოლო თვეების მანძილზე ურთიერთობა მქონდა. მათ შესანიშნავად იციან, აქამდე არაფერი რატომ არ მოხდა.

საკითხის გადაწყვეტის გასაღები მათ ხელთაა. ვნახოთ, რა როგორ მოხდება. ეს ჩემს კარიერაში საკვანძო მომენტია. გულახდილად გეტყვით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება. ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. შესაძლოა, კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მომიწიოს", - განუმარტა ვითარება ობამეიანგმა Telefoot-ს.

ობას "არსენალთან" კონტრაქტი 2021
წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წადი,შენც არ მყავდე დენის ბერგკამპი...
DB10
02:28 15-06-2020
0

სიახლეები პოპულარული