"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი როი კინი განრისხებულია დავიდ დე ხეასა და გარი მაგუაიერის თამაშით. შეგახსენებთ, გუშინ, 19 ივნისს "მანჩესტერი" და "ტოტენჰემი" ფრედ დაზავდნენ: 1-1.
"შოკირებული ვარ ამ გოლით. ფეხბურთს მრავალი წელი ვუყურებ, მაგრამ მოწინააღმდეგეს ასეთი გოლის გატანის საშუალება როგორ უნდა მისცე? უბრალოდ განრისხებული ვარ.
ვერ დამიჯერებია, რომ ეს "მანჩესტერ იუნაიტედია". ლიუკ შოუ თავით თამაშობს და შემდეგ მოძრაობას პირდაპირ იწყებს? მაგუაიერი... როგორ უნდა იცავდეს ასე თავს საერთაშორისო დონის მცველი? ამ მეკარეზე კი გული მერევა.
დე ხეას შესვენების დროს დავაჯარიმებდი. არ მჯერა,
დავიდს და მაგუაიერს ავტობოსშიც არ ამოვუშვებდი. ტაქსით წასულიყვნენ სახლში. ჩვენ ტოპ-4-ზე ვბრძოლობთ, ისინი კი ასეთ რაღაცებს აკეთებენ. ძალიან უნდა სცხვენოდეთ." - ციტირებს კინს Sky Sports.