თუმცა იყო კიდევ ერთი უსიამოვნო შემთხვევა: მთელი შეხვედრის მანძილზე ფრანგი მატეო გენდუზი სკანდალს აწყობდა და მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს სიტყვიერად ამცირებდა.
"ბრაიტონის" თავდამსხმელი ნილ მოპე, რომელიც მოედანზე ყველაზე შესამჩნევი იყო და გამარჯვების გოლიც გაიტანა, ჰყვება დეტალებს:
"არსენალის" ზოგიერთმა ფეხბურთელმა ღირსეულად წაგება უნდა ისწავლოს, განსაკუთრებით კი, გენდუზიმ. მთელი მატჩის განმავლობაში ის ჩემთან მიმართებაში ცუდ სიტყვებს ხმარობდა, იმდენად
Daily Mail-მა ინციდენტი უფრო სიღრმისეულად გამოიძია. აღმოჩნდა, რომ გენდუზი "ბრაიტონის" ფეხბურთელებს მძ*ნერ მოთამაშეებად მოიხსენიებდა და რატომღაც ამბობდა, რომ "არსენალის" ფეხბურთელები იმდენს გამოიმუშავებენ, რამდენსაც "ბრაიტონში" მთელი კარიერის განმავლობაში ვერ გამოიმუშავებენ.
ყველაზე ირონიული ისაა, რომ მატეო გენდუზი კვირაში 40 ათას სტერლინგს გამოიმუშავებს, ხოლო ნილ მოპე - 45 ათასს.
მატჩის ბოლოს კი მატეო ნილს ყელში სწვდა და დაბლა დააგდო, რაც ასევე არასპორტული საქციელი და მოწინააღმდეგისადმი უპატივცემულობაა.