"ჩელსიმ" "მანჩესტერ სიტის" მოუგო და "ლივერპული" ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 31-ე ტურში "ჩელსიმ" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "მანჩესტერ სიტი".

შედეგად, მეორეადგილოსანი "სიტი" ლიდერ "ლივერპულს" 23 ქულით ჩამორჩა, თეორიულადაც კი ვერ დაეწევა და მერსისაიდული გუნდი  ჩემპიონი გახდა. უკანასკნელად ოქროს მედლები ამ გუნდს 30 წლის წინ ჰქონდა მოპოვებული.

"ლივერპული" ჩემპიონი ტურნირის დასრულებამდე 7 ტურით ადრე გახდა - ეს რეკორდია.

"ლივერპული" მეცხრამეტედ გახდა ინგლისის ჩემპიონი. მასზე მეტჯერ ტურნირი მხოლოდ "მანჩესტერმა" მოიგო - 20-ჯერ.

"წითლების" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კარიერაში მე-9 ტროფეი მოიგო. ის პირველი გერმანელი მწვრთნელია, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატი მოიგო.

"ლივერპულს" ჩემპიონობა პირველმა
"მანჩესტერ სიტიმ" "ტვიტერით" მიულოცა. 2 ივლისს "ლივერპული" "სიტის" სტუმრად შეხვდება და "ქალაქელები" მათ საჩემპიონო დერეფანს მოუწყობს.

ჩელსი-მანჩესტერ სიტი 2:1
გოლები: 1:0 პულიშიჩი (36), 1:1 დე ბრუინი (55), 2:1 ვილიანი (78, პენ)
გაძევება: ფერნანდინიო (77)

დღეს პრემიერლიგის კიდევ ორი მატჩი ჩატარდა:

ბარნლი-უოტფორდი 1:0
საუთჰემპტონი-არსენალი 0:2

მკითხველის კომენტარები / 2 /
ტროფეი? ცოტა დაფიქრდით რას წერთ
ზორბეგი
09:00 26-06-2020
3
ვულოცავ ლივეს და სტადიონზე რო დაეშვათ ეს მაყურებელი რა უჭირდა რაც ქუჩებში ხალხი შეკრიბა ეს არაფერია?
სამტ„რედია
13:49 26-06-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული