"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა პრემიერლიგის ჩემპიონობაზე მცირე კომენტარი გააკეთა.
მერსისაიდულმა კლუბმა ტიტული ვადაზე ადრე აიღო, რამდენადაც ლონდონის "ჩელსიმ" "მანჩესტერ სიტის" 2:1 სძლია.
"დაუჯერებელია. ეს გამარჯვება იმაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ვიცი, თუ როგორ გვიჭერდა მხარს კენი დალგლიში. ის ამ გამარჯვებას 30 წელიწადი ელოდა, როგორც სტივენ ჯერარდი. ეს ჩემპიონობა თქვენ გეძღვნებათ. ბიჭები თქვენით აღფრთოვანებულები არიან და მათი მოტივირება ასეთი კლუბის ისტორიით მარტივია.
"სიტიმ" დაძაბული 100 წუთი გაატარა მოედანზე. ძალიან არ მინდოდა ამაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ მომიწია, რამდენადაც მატჩს ვუყურე.
მე
30 წელიწადი არ ველოდებოდი, აქ უკვე 4.5 წელიწადი ვარ, თუმცა ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა. თანაც, 3-თვიანი შესვენების შემდეგ საერთოდ არ ვიცოდით, გაგრძელდებოდა თუ არა ჩემპიონატი.
იმედი მაქვს, სახლში დარჩენას გააგრძელებთ, პანდემია ჯერ არ დასრულებულა. გულშემატკივართან ერთად მაშინ ვიზეიმებთ, როცა ამის შესაძლებლობა იქნება", - განაცხადა კლოპმა.