"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო რამდენიმეწლიანი პერიოდიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდი "ფორმაში არაა" და ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებს, შედეგებს კი - საერთოდ უკეთესს.
გუშინ, 30 ივნისს, "წითელმა ეშმაკებმა" გასვლაზე "ბრაიტონი" 3:0 დაამარცხა - დუბლი ბრუნო ფერნანდეშმა შეასრულა, 1 გოლიც ახალგაზრდა გრინვუდმა გაიტანა.
ამ გამარჯვებით "იუნაიტედმა" პრემიერლიგაში 52 ქულა მოაგროვა და მე-5 პოზიციას "ვულვზთან" ერთად იყოფს. ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ "ჩელსისა" და "ლესტერამდე", შესაბამისად, 2 და 3 ქულა აკლია, რისი აღმოფხვრაც დარჩენილ 6 ტურში შეუძლებელი ნამდვილად არ გახლავთ, მიუხედავად იმისა, რომ "წითლებს" ორივე გუნდზე 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერს" უკვე 15-მატჩიანი წაუგებელი სერია მოუგროვდა, რომელიც ინგლისის თასის, ევროპა ლიგისა და პრემიერლიგის შეხვედრებს მოიცავს. თან პრემიერლიგის ბოლო 8 შეხვედრაში "იუნაიტედმა" მხოლოდ 2 გოლი გაუშვა, ორივე გასვლაზე ("ევერტონთან" და "ტოტენჰემთან").
მოკლედ, ოლე გუნარ სოლსკიაერმა და ბრუნო ფერნანდეშმა გუნდს საკუთარი ხელ-ფეხი დაატყვეს და "მანჩესტერ იუნაიტედი" ისევ ძველ, მრისხანე გუნდად იქცა.