ობამეიანგმა დუბლი შეასრულა და ანრის რეკორდიც დაამხო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 32-ე ტურში "არსენალმა" ლონდონში 4:0 გაანადგურა აუტსაიდერი "ნორვიჩი".

ამ მატჩში დუბლი თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა შეასრულა (საგოლე გადაცემაც გაკეთა). მან პრემიერლიგაში 50-ე და 51-ე გოლები გაიტანა.

ეს 31 წლის გაბონელმა 79 მატჩში მოახერხა და კლუბში ტიერი ანრის რეკორდი დაამხო, რომელმაც 50 გოლი 83 შეხვედრაში გაიტანა.

ეს ინგლისის ჩემპიონატში ყველაზე სწრაფად გატანილ 50 გოლს შორის მეექვსე შედეგია. რეკორდი ენდი კოულს ეკუთვნის (65 მატჩში), შემდეგ მოდიან: ალან შირერი (66), რუდ ვან ნისტელროი (68), ფერნანდო ტორესი (72) და მოჰამედ სალაჰი (72).

"არსენალი" 46
ქულით მე-7 ადგილზეა და 4 ივლისს სტუმრად "ვულვერჰემპტონს" დაუპირისპირდება.

არსენალი - ნორვიჩი 4:0
გოლები: 1:0 ობამეიანგი (33), 2:0 ჯაკა (37), 3:0 ობამეიანგი (67), 4:0 სოარეში (81)

დღეს კიდევ 2 შეხვედრა გაიმართა:

ბორნმუთი - ნიუკასლი 1:4
ევერტონი - ლესტერი 2:1

ამ წუთებში "ვესტ ჰემისა" და "ჩელსის" მატჩი მიმდინარეობს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ოთხეულში სამი ლივერპულელი
ნახალოვკელი
11:54 02-07-2020
2

სიახლეები პოპულარული