პრემიერლიგის 32-ე ტურში "ლივერპული" ჩემპიონის რანგში ეწვია "მანჩესტერ სიტის", სადაც საჩემპიონო დერეფანი მოუწყვეს და 4:0 დაამარცხეს.
რა თქმა უნდა, მატჩის შედეგზე სტუმართა გუნდის უმოტივაციობამ იმოქმედა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ იურგენ კლოპის გუნდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა, სეზონი პრაქტიკულად დაასრულა.
რაც შეეხება "ქალაქელებს" - 66 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ "ლესტერს" უკვე 11 ქულით უსწრებს და 5 ივლისს სტუმრად "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდება.
მანჩესტერ სიტი - ლივერპული 4:0
გოლები: 1:0 დე ბრუინი (25, პენ), 2:0 სტერლინგი (35), 3:0 ფოდენი (45), 4:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (66, საკ. კარში)