"ლივერპული" მზადაა ალკანტარაში 20 მილიონი გადაიხადოს

AutoSharing Option
"სპორტ ბილდის" ცნობით, 29 წლის ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ "ბაიერნთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

ტიაგოს სამსახურით "ლივერპული" დაინტერესდა და მზადაა ტრანსფერში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს, "ბაიერნი" კი 40 მილიონს ითხოვს.

მას "რეკორდმაისტერთან" ხელშეკრულება გაისამდე აქვს გაფორმებული და ამიტომ მიუნხენურ კლუბს ურჩევნია, ახლავე გაყიდოს.

ტიაგომ ამ სეზონში ბუნდესლიგის 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

გამოცემის მტკიცებით, ალკანტარა მიუნხენში თავის სახლს ყიდის და კარიერის სხვა ქვეყანაში გასაგრძელებლად ემზადება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული