გაბრიელ მარტინელი "არსენალს" წელს ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
"არსენალის" 19 წლის ნახევარმცველმა გაბრიელ მარტინელიმ ივნისის ბოლოს მარცხენა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და კარგა ხანი ვერ შეძლებს თამაშს.

კლუბის საიტის ცნობით, ის ვარჯიშს მხოლოდ წლის დასასრულს დაიწყებს.

მარტინელი "მეთოფეებში" 2019 წელს გადავიდა, ამ სეზონში ყველა ტურნირზე 26 მატჩში 10 გოლი გაიტანა და კონტრაქტი გაუგრძელეს.

მას ძალიან აქებს ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული