"არსენალმა" თასის ნახევარფინალში "მანჩესტერ სიტი" 2:0 დაამარცხა და 21-ედ გავიდა ფინალში, რაც რეკორდია.
წინა 20 ფინალში ლონდონელებმა 13-ჯერ იმარჯვეს და 7-ჯერ დამარცხდნენ.
დუბლი თავდამსხმელმა ობამეიანგმა შეასრულა - მის ანგარიშზე "მეთოფეებში" 106 მატჩში 66 გოლია.
პირველ საგოლე კომბინაციაში არტეტას გუნდის 10-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა - გოლამდე 18 პასი გაკეთდა.
აქამდე "სიტიმ" "არსენალთან" ბოლოს 2017 წლის ნოემბერში წააგო და მას შემდეგ 7-ჯერ ჰყვდა დამარცხებული.
მეორე ფინალისტი დღეს "მანჩესტერისა" და "ჩელსის" შეხვედრაში გაირკვევა - თუ "იუნაიტედმა" მოიგო, ასევე 21-ედ გავა ფინალში.