"მანჩესტერ სიტიმ" "უოტფორდიც" დაამარცხა და "რეალთან" მატჩს ჩინებულ ფორმაში ხვდება

AutoSharing Option
პრემიერლიგის ბოლოსწინა, 37-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" გასვლაზე "უოტფორდს" 4:0 სძლია.

ნახევარმცველმა სტერლინგმა დუბლი შეასრულა, მიმდინარე ტურნირზე 19 გოლი გაიტანა და 2017/18 წლების სეზონში დამყარებული პირადი რეკორდი გააუმჯობესა.

"ქალაქელებმა" ვერცხლის მედლები კარგა ხანია გაინაღდეს, ნებ-ნება თამაშით ამჯერადაც გაიმარჯვეს და 26 ივლისს, უკანასკნელ ტურში "ნორვიჩს" უმასპინძლებს.

ერთი სიტყვით, გვარდიოლას გუნდმა ჩემპიონატზე ზედიზედ 4 მატჩი საერთო ანგრიშით 16:1 მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" დაპირისპირებას ჩინებულ ფორმაში ხვდება.

უოტფორდი - მანჩესტერ სიტი 0:4
გოლები: 0:1 სტერლინგი (31), 0:2 სტერლინგი 40), 0:3 ფოდენი (63), 0:4
ლაპორტე (66)

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი სიტი! მიაქინძე ეს ქინძები ძაან, რომ გაჯეჯილდნენ ვარებით, მსაჯებით და აქოთებული პერესის ფულებით.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული