"ლიდსის" მფლობელი: იბრაჰიმოვიჩი ვერ გადმოვიბირეთ, კავანიზე ვფიქრობთ

AutoSharing Option
პრემიერლიგაში დაბრუნებული "ლიდსის" მფლობელი ანდრეა რადრიცანი ამბობს, რომ მომავალი სეზონისთვის გაძლიერებას გეგმავენ.

"იბრაჰიმოვიჩის გადმობირება გაგვიჭირდება. იანვარში ვეცადეთ, მაგრამ მან "მილანი" აირჩია. ვფიქრობ, ახლა ძალიან გვიანია, ინგლისურ ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა.

კავანის ადაპტირება და გუნდის გაძლიერება შეუძლია. თუმცა, ბიელსასთან მასზე არასოდეს არ გვისაუბრია.

მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ურუგვაელზე ვფიქრობდით. ვნახოთ, მით უმეტეს ის როგორც თავისუფალი აგენტი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია", - განუცხადა რადრიცანიმ "დეილი მეილს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული