"ლივერპული" "ჩელსის" გაეთამაშა და შეიძლება ჩემპიონთა ლიგის გარეშე დატოვა

AutoSharing Option
"ლივერპულმა" რამდენიმე ტურის წინ მოიპოვა ჩემპიონობა და დარჩენილ მატჩებს თავისი სიამოვნებისთვის ატარებს, თავადაც თამაშობს და სხვასაც ათამაშებს.

ასე იყო ამჯერადაც - "ჩელსის" ცარიელ "ენფილდზე" დაუხვდა, 5:3 მოუგო და არაა გამორიცხული, რომან აბრამოვიჩის გუნდი სულაც ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩეს.

საქმე ისაა, რომ "არისტოკრატები" მეოთხე ადგილზეა და უახლოეს მდევარ "ლესტერს" უკანასკნელი ტურის წინ 1 ქულითღა უსწრებს.

ბოლო ტურში "ჩელსი" "ვულვერჰემპტონს" უმასპინძლებს, რომელიც წაგების შემთხვევაში, შეიძლება ევროპა ლიგაზე ვერ გავიდეს, რამეთუ "ტოტენჰემი" კუდზე აზის.

მაგარი დაპირისპირება ელის "ლესტერსაც" - სახლში "მანჩესტერთან" და
თუ სძლია, ჩემპიონთა ლიგაზე სოლსკიაერის კრებულის ნაცვლად თავად გავა.

ეს ორივე შეხვედრა 26 ივლისს გაიმართება და თქვენი მოწონებული ამბებიც დატრიალდება.

იურგენ კლოპის გუნდი ბოლო 3 სეზონში საკუთარ მოედანზე არ დამარცხდა, რაც მისი საკლუბო რეკორდია.

ლივერპული - ჩელსი 5:3
გოლები: 1:0 კეიტა (23), 2:0 ალეკსანდერ-არნოლდი (38), 3:0 ვეინალდუმი (43), 3:1 ჟირუ (45+3), 4:1 ფირმინო (55), 4:2 აბრაჰამი (61), 4:3 პულიშიჩი (73), 5:3 ალექსანდერ-არნოლდი (84)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული