ლამპარდი: ნუ იქნება "ლივერპული" ძალიან ქედმაღალი

AutoSharing Option
"ლივერპულთან" პრემიერლიგის 37-ე ტურში 3:5 დამარცხების შემდეგ კომენტარი "ჩელსის" მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა გააკეთა.

"ვფიქრობ, ტრენტის მიერ საჯარიმოდან გატანილ გოლამდე კოვაჩიჩის მხრიდან წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ბევრი რამ არ მოხდა ჩვენს სასარგებლოდ, მაგრამ კლოპთან პრობლემა არა მაქვს, ის ფანტასტიკურად უძღვება თავის გუნდს.

"ლივერპულმა" ლიგა მოიგო, ჩემი პატივისცემა მათ, თუმცა ამის გამო ძალიან ქედმაღლები ნუ გახდებიან. მატჩისას შეიძლება ემოციებში ჩავარდე, ასეც მოხდა.

გასაოცარი თამაში იყო. თითქოს "ლივერპული" გაგვექცა, მე კი ვგრძნობდი, რომ თამაშში ვრჩებოდით. ეს ჩვენი მოქმედებით იგრძნობოდა.

წაგებით არასოდეს არ
შეიძლება კმაყოფილი დარჩე, მაგრამ თუ მეტოქის პირველი გოლების ხარისხს ყურადღებას მიაქცევთ, გასაგები გახდება, რატომ არიან ესოდენ წარმატებულნი. ჩვენც ამისაკენ მივისწრაფით", - ციტირებს ლამპარდს Sky Sports-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული