"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი აუცილებლად "ლივერპულის" ფეხბურთელი გახდება, მიუხედავად იმისა, რომ კევინ დე ბრუინს საოცარი სეზონი ჰქონდა.
"დე ბრუინი? არა, არა, პრიზს "ლივერპულის" ფეხბურთელს გადასცემენ. როცა ჩემპიონები გავხდით, მაშინ "ლივერპულის" ფეხბურთელი დააჯილდოვეს.
ახლა კი ტიტული მათ მოიგეს და სრულად დარწმუნებული ვარ, რომ ისევ მერსისადელების ფეხბურთელს მისცემენ ჯილდოს. ამ პრიზს სულ "ლივერპულს" გასცემენ,"- გაანაცხადა პეპმა.
ბოლო 2 სეზონის განმავლობაში პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი "ლივერპულის" მოთაამშე ხდებოდა. 2018 წელს ეს ჯილდო მოჰამედ სალაჰმა დაისაკუთრა, როცა
გატანილი გოლების ოდენობით ლიგის რეკორდი დაამყარა. შარშან კი საუკეთესო ვირჯილ ვაინ დაიკი გახდა, რომელმაც "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა.