"მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარის შეძენას შეეცდება

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" კარის დარაჯით, იან ობლაკით, "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესდა.

The Sun-ის ინფორმაციით, "წითელი ეშმაკების" მთავარი კონკურენტი ლონდონის "ჩელსი" იქნება, რომელიც 27 წლის მეკარესთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

"იუნაიტედმა" მეკარის გამოცვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კლუბის მეკარემ დავიდ დე ხეამ რამდენიმე მატჩის განმავლობაში სერიოზული შეცდომები დაუშვა და ოპტიმალურ ფორმიდან ამოვარდა.

იან ობლაკს "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ხელშეკრულების გამოსასყიდი თანხა 110 მილიონ ევროს შეადგენს.


მკითხველის კომენტარები / 4 /
ჰენდერსონი ჰყავს,ძალიან ძლიერი მეკარე,რაში სჭირდება ობლაკი
გულშემატკივარი
16:45 25-07-2020
1
დონორუმა? ობლაკი? არა, მაკარიძე!!!
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული