სამართლიანობის ზეიმი - "არსენალი" 55 ადამიანს ათავისუფლებს, იოზილი კი ლიგაში ხელფასით მეორეა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალი" კლუბის სისტემიდან 55 ადამიანის გათავისუფლებას გეგმავს და ამის ფონზე, მესუთ იოზილი პრემიერლიგის მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია (დე ხეას შემდეგ), რომელმაც ხელფასის (350 000 ფუნტი კვირაში) შემცირებაზე პანდემიით გამოწვეული პაუზის დროსაც კი უარი განაცხადა.

კლუბის მფლობელი მილიარდერია, რომელსაც შემოსავალი არ შემცირებია. "არსენალიც" მაღალი ეშელონების წარმომადგენლებს არც ათავისუფლებს, არც ხელფასებს უმცირებს, სამაგიეროდ, ქვედა რგოლებიდან 55 თანამშრომელს ათავისუფლებს.

"მეთოფეთა" სპორტულმა დირექტორმა რაულ სანლეჰიმ და მმართველმა დირექტორმა ვინაი ვენკატეშამმა განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მათთვის რთული იყო თავდადებული პერსონალის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ
გადაწყვეტილების მიღება, თუმცა იძულებულნი გახდნენ, გადაედგათ ეს ნაბიჯი.

აღსანიშნავია, რომ კლუბის ფანები ამდენი ადამიანის უმუშევრად დარჩენით უკმაყოფილონი არიან და "არსენალის" ხელმძღვანელობიდან ალტერნატიული გზების მოძიებას ითხოვენ.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ზოგადად მსოფლიო ფინანსური სისტემა დამყაყებულია, რატომ უნდა იღებდეს ფეხბურთელი, თუნდაც საოცრებებს ჩადიოდეს, რამდენიმე მილიონს, ან ვიღაც უაზრო მომღერალი თუ მსახიობი და ამ დროს მშრომელი ადამიანები, ვის ზურგზეც დგას კაცობრიობა, პურის ფულს ძლივს შოულობდნენ
kaxa
11:22 06-08-2020
3
გასაგებია, რომ იოზილი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და ისიც გასაგებია, რომ ვეღარ თამაშობს ისე როგორც ადრე.. მაგრამ ხელპასის არ დაკლებაზე მე თქვენს ადგილზე აქცენტს არ გავაკეთებდი. ძალიან მარტივია მოიძიოთ ინტერნეტში ან ინსტაგრამზე თუ რამხელა ქველმოქმედებას ეწევა და რამდენ გაჭირვებულ ბავშვებს ეხმარება.. ასე, რომ აცენტი მის ქველმოქმედებაზე გააკეთოთ ჯობია ვიდრე უსაფუძვლო კრიტიკაზე.. ბევრი რამ გვაქვს ქართველებს სასწავლი.. წარმატებები..
6

სიახლეები პოპულარული