ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ გასკოინმა კომენტარი თავისი ვაჟის, რეიგანის "ქამინგ აუთის" შესახებ გააკეთა.
ექსფეხბურთელის შვილმა, რომელიც პროფესიონალი მოცეკვავეა, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, რომ ბისექსუალია. "გაზამ" თქვა, რომ ვაჟიშვილი გადაცემის წინ დაუკავშირდა და უთხრა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ.
"ვუპასუხე: არ აქვს მნიშვნელობა, შვილო, რაც უნდა გააკეთო, ყოველთვის 100%-ით დაგიჭერ მხარს. ის საქმიანობა უნდა განაგრძო, რასაც შენთვის ბედნიერება მოაქვს.
წარმოვიდგინე, რამდენად რთული იყო ამის შესახებ სატელევიზიო ეთერში თქმა. ის პროფესიონალი მოცეკვავეა, კარგ ფორმაშიც გახლავთ, მისით ძალიან ვამაყობ", - განაცხადა გასკოინმა The
Sun-თან საუბრისას.