გაზას ისტორიები - ინგლისური ფეხბურთის შეშლილი ვარსკვლავი უკვე 50 წლისაა

AutoSharing Option
27 მაისს ლეგენდარულ პოლ გასკოინს 50 წელი შეუსრულდა. დღევანდელ ჩვენს წერილში გასკოინის ცხოვრების გამორჩეულ ისტორიებს გავიხენებთ. საერთოდ, როცა საქმე ჩვენს გმირს ეხება, ინტერესი ყოველთვის არის. ვფიქრობთ, ჩვენს წერილსაც "გარანტირებული" აქვს ის.

საუკეთესო მეგობარი
ჯიმი გარდნერს ზედმეტსახელად "ხუთი მუცელი" ჰქვია. ის პოლ გასკოინის საუკეთესო, ბავშვობის მეგობარია. ისინი ერთად გაიზარდნენ, ერთად მოხვდნენ არაერთ ისტორიაში, ერთად დადიოდნენ პაბებში და "აბამდნენ" გოგოებს. ჯიმიმ 1 000 ფუნტი გადაიხადა რობოტში, რომელიც ყოველდღე ეუბნებოდა მას: "ეი, მსუქანავ, ჩაი მოადუღე". ერთხელ ისინი დანაძლევდნენ. ჯიმის ხუთი წამი უნდა გაეძლო
სხეულზე პოლის მიერ მიბჯენილი ანთებული სანთებელასათვის. მან ორჯერ გაძლო. იტალიური მუნდიალის დაწყებამდე პოლმა პასპორტი შინ დატოვა. ჯიმიმ მანქანა დაქოქა, მთელი ღამე იარა და გასკოინს საბუთი გადასცა.

უცნაური თევზაობა
მას შემდეგ, რაც "ნიუკასლთან" გააგრძელა კონტრაქტი, გასკოინმა გადაწვიტა, შთაბეჭდილება მოეხდინა "ჯორდების" მენეჯერ ჯეკი ჩარლტონზე. აღმოჩნდა, რომ ოინების მოყვარულ გაზას წინასწარ გაემზადებინა ბოსისათვის.

საგზური სოლარიუმში
"ნიუკასლში" თამაშის დროს გასკოინმა სოლარიუმის აბონენტი შეუძინა და აჩუქა თანაგუნდელ ტონი კანინგემს. ეს კარგი ჟესტი იქნებოდა, რომ არა ერთი ნიუანსი - კანინგემი კანი შავი ფერისა იყო.

შეხვედრა ვინი ჯონსთან
ისინი მინდორზე შეხვდნენ ერთმანეთს. მთელი თამაშის განმავლობაში ჯონსი ცდილობდა პოლის პროვოცირებას. მერე იყო დიდებული კადრი - გასკოინი კუთხურს აწვდიდა, როცა ვინიმ მას ხელი გენიტალიებში წაავლო. თამაშის დასრულების შემდეგ გაზამ "უიმბლდონის" გასახდელში ვარდი გაგზავნა. საპასუხო საჩუქრად კი უნიტაზის საწმენდი საშუალება მიიღო.

პოლიტკორექტულობა
ინგლისის ნაკრები და გასკოინი სულ სხვა ისტორიაა. მაშინ, როცა ინგლისის ჰიმნი სრულდებოდა, გაზას ენა ჰქონდა გამოყოფილი და ჯიუტად იყურებოდა კამერაში. ერთხელ ინგლისის ნაკრები ნორვეგიაში ჩავიდა სათამაშოდ. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა გასკოინს თხოვეს, რაიმე ეთქვა ნორვეგიის თაობაზე. "ფაქ ოფ ნორვეი" - თქვა მან. ევროპის 1996 წლის ნახევარფინალის წინ, რომელშიც ერთმანეთს გერმანიისა და ინგლისის ნაკრებები ხვდებოდნენ, გაზამ ტრადიციულდ დაახეთქა: "ჩვენ მოვედით, რათა თქვენი საფლავები შევურაცხყოთ, დამპალო ნაცისტებო".

კოქტეილი ბობი რობსონისათვის
მას შემდეგ, რაც ინგლისის ნაკრები იტალიის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, ფეხბურთელებმა ამ მოვლენის კარგად აღნიშვნა გადაწყვიტეს. მთავარი მწვრთნელი, ბობი რობსონი წინააღმდეგი იყო. ის მიიჩნევდა, რომ თუ ინგლისელი ჟურნალისტები ნაკრებს ბარში დაინახავდნენ, ეროვნულ გუნდს კარგი დღე არ ელოდა. სასტუმროში, სადაც ინგლისის ნაკრები ცხოვრობდა, კარგ რძიან კოქტეილს აკთებდნენ. გაზამ ბარმენი "შეაბა" - მას ლიქიორი უნდა ჩაესხა კოქტეილში და ისე გაეფორმებინა, რომ ვერავის ვერაფერი შეეტყო. როცა რობსონი გაზასთან მივიდა, მას უკვე ხუთი ასეთი ჭიქა ჰქონდა დალეული, ბარმენს კი ანიშნა, რობსონს მხოლოდ რძიანი დაუსხიო.

ლაციოში
"ლაციოში" ჩაირიცხა თუ არა, გამცილებელს დაუსხლტა. შევიდა თავის ნომერში. ფეხსაცმელები ფანჯრის რაფაზე შემოაწყო, თვითონ კი მაგიდის ქვეშ შეძვრა. მოვიდა გამცილებელი და იფიქრა, პოლი ფანჯრიდან გადავარდაო. რომში გაზას ორი პირადი მცველი დაყვებოდა თან. ისინი ამავე დროს ბანკის სამალავს იცავდნენ. გასკოინმა სთხოვა მათ, იქ შეეშვათ, რათა ბევრ ფულთან ერთად უნდოდა სურათის გადაღება. "ლაციოში" გასკოინი თავის კოლოსალურ ხელფასს ძირითადად ჯარიმებში ხარჯავდა. ის ხშირად მთვრალი მიდიოდა ზდენეკ ზემანის ვარჯიშებზე. ის ბოლო წვრთნაზე ბოთლი ღვინით მივიდა და ზენანს უთხრა: "ო, დიდო მწვრთნელო, მინდა, ისეთივე დიდი გავხდე, როგორც თქვენ."

ლონდონური სიგიჟეები
ერთხელ გასკოინი ლონდონის ქუჩებში სეირნობდა. მან დაინახა მუშები, რომლებიც გზას არემონტებდნენ. გაზამ ჩაქუჩი გამოსტაცა ერთ-ერთ მათგანს და ასფალტის მტვრევა დაიწყო. მერე ორსართულიან ავტობუსში შეიჭრა. მძღლოს საჭე გამოსტაცა და მთელი საათი დააგელვებდა ტურისტებს ლონდონის ქუჩებში.

პირადი პრობლემები
ერთხელ გაზამ თვითმკვლელობა სცადა. მან გადაწყვიტა, სიცოცხლე მატარებლის ბორბლებს ქვეშ დაესრულებინა. მან რკინიგზელს ჰკითხა, როდის მოვიდოდა ბოლო მატარებელი და მიიღო პასუხი, რომ ის უკვე წავიდა. ალკოჰოლთან ბრძოლის გასაადვილებლად გაზას ურჩიეს, რამე ისეთი გაეკეთებინა, რაც მის ყურადღებას ოდნავ მაინც გადაიტანდა. გასკოინმა ვისკების შეგროვება დაიწყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს კაცი სურათზე ბაბუა არის მგონო გასკოინის.
kika
08:54 04-06-2017
0
ნახევარფინალი კი არ გამოტოვა,იქ მიიღო მეორე ყვითელი და იტირა.
alex
20:25 03-06-2017
0

სიახლეები პოპულარული