"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სამიზნე ჯეიდონ სანჩო, როგორც ჩანს, "ბორუსიაში" დარჩება. შესაბამისად, ინგლისელები სათადარიგო გეგმას ამზადებენ. იმ შემთხვევაში, თუ სანჩოს ტრანსფერი არ შედგება, "წითელი ეშმაკები" უსმან დემბელეს შეიძენს.
ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "მანჩესტერმა" ფეხბურთელთან არაფორმალური მოლაპარაკებები უკვე აწარმოა. მხარეები იჯარის იდეაზე თანხმდებიან, თუმცა ინგლისელები კონტრაქტის გამოსყიდვის პუნქტსაც დაამატებენ და თავის წარმატებულად წარმოჩენის შემთხვევაში უსმანს მისაღებ ფასად შეიძენენ.
2019/20 წლების სეზონში დემბელემ "ბარსელონაში" მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა, ხოლო დარჩენილი პერიოდი ტრავმების გამო გაუცდა.