ლოპეტეგი იმუქრება, "სევილია" ხელწამოსაკრავი გუნდი არ გეგონოთო

AutoSharing Option
"სევილიას" მთავარი მწვრთნელი ჟულიენ ლოპეტეგი ევროპა ლიგის მოახლოებულ ნახევარფინალზე საუბრობს, სადაც მისი "სევილია" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.

"ვფიქრობ, ჩვენ "ვულვზთან" გამარჯვება დავიმსახურეთ. ჩვენ მოთმინებით ველოდებოდით შესაბამის მომენტს და შესაძლებლობა როგორც კი ხელში ჩაგვივარდა - გამოვიყენეთ. შემდეგ მატჩში ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედს" დავუპირისპირდებით. "იუნაიტედი" მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია, მაგრამ ჩვენ მზად ვიქნებით.

"ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კლუბზე, რომელიც საუკეთესო ფორმაშია. მათ წინააღმდეგ თამაში ურთულესი იქნება, მაგრამ ჩვენ იმ აზრით გავალთ, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ." - ციტირებს სპეციალისტს უეფას ვებგვერდი.

შეგახსენებთ, "მანჩესტერ
იუნაიტედმა" 1/4-ფინალურ ეტაპზე "კოპენჰაგენი" გამოთიშა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული