RMC Sport-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა კარიერას ინგლისურ "ლივერპულში" განაგრძობს.
საყრდენმა საკუთარ გადაწყვეტილება თანაგუნდელებს უკვე გააცნო და ინგლისში სახლიც კი აარჩია, სადაც იცხოვრებს. ინგლისურ და გერმანულ კლუბებს მხოლოდ თანხაზე შეთანხმება აკლიათ.
აქამდე იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტიაგოს საკუთარ გუნდში ხილვა ძალიან სურდა "სქაუზერთა" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს.
ალკანტარა "ბარსელონას" აღზრდილია, რომლის რიგებში 2008-2013 წლებში თამაშობდა. ამის შემდეგ კარიერა "ბაიერნში" გააგრძელა. ბუნდესლიგის ახლადდასრულებულ სეზონში ესპანელმა 24 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
15:24 16-08-2020
"ლივერპულმა" ნახევარმცველის ტრანსფერი შეათანხმა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ძალიან მაგარი ტრანსფერია. ფირმინოს ღირსეული შემცვლელი ეყოლება!
2
9
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული