"ლივერპულმა" ნახევარმცველის ტრანსფერი შეათანხმა

AutoSharing Option
RMC Sport-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა კარიერას ინგლისურ "ლივერპულში" განაგრძობს.

საყრდენმა საკუთარ გადაწყვეტილება თანაგუნდელებს უკვე გააცნო და ინგლისში სახლიც კი აარჩია, სადაც იცხოვრებს. ინგლისურ და გერმანულ კლუბებს მხოლოდ თანხაზე შეთანხმება აკლიათ.

აქამდე იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტიაგოს საკუთარ გუნდში ხილვა ძალიან სურდა "სქაუზერთა" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს.

ალკანტარა "ბარსელონას" აღზრდილია, რომლის რიგებში 2008-2013 წლებში თამაშობდა. ამის შემდეგ კარიერა "ბაიერნში" გააგრძელა. ბუნდესლიგის  ახლადდასრულებულ სეზონში ესპანელმა 24 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. 

alt"ლივერპულმა" "ოლიმპიაკოსის" მცველი 13 მილიონად შეიძინა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან მაგარი ტრანსფერია. ფირმინოს ღირსეული შემცვლელი ეყოლება!
რომანი
20:47 16-08-2020
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული