"მანჩესტერ სიტი" მესის სანაცვლოდ 700 მილიონს არა, თუმცა დიდ თანხას იხდის

AutoSharing Option
საფეხბურთო ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ "მანჩესტერ სიტი" "ბარსელონასათვის" ლიონელ მესის თაობაზე სატრანსფერო შეთავაზებას ამზადებს.

წყაროს მიხედვით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა არგენტინელის სანაცვლად, დაახლოებით, 200 მილიონი გადაიხადოს. თანხის გარკვეულ ნაწილს "სიტი" ფულით დაფარავს, ნაწილს კი - ფეხბურთელებით.

იქამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მესის სანაცვლოდ 700 მილიონის მოთხოვნას არ აპირებს, თუმცა 223 მილიონი ევროს მიღება უნდა, რისი მიზანიც ახალი სატრანსფერო რეკორდის დამყარებაა (არსებული რეკორდიც "ბარსას" ეკუთვნის, პსჟ-ს ნეიმარი 222 მილიონ ევროდ მიჰყიდა).

25 აგვისტოს არგენტინელმა ვარსკვლავმა "ბლაუგრანას"
შეატყობინა, რომ კლუბის დატოვება სურს. მესის კონტრაქტში არსებული პუნქტის გამოყენება და კატალონიური გრანდის უფასოდ დატოვება უნდა, თუმცა ამის შესახებ კლუბისათვის 30 მაისამდე უნდა შეეტყობინებინა. ლეოს ადვოკატები კი კორონავირუსის პანდემიის არგუმენტად გამოყენებას აპირებენ.

alt"მანჩესტერ სიტიში" გადასასვლელად მესიმ ფიფასგან სატრანსფერო სერტიფიკატი მოითხოვა

alt"ბარსელონამ" სუარესის შემცვლელად მაქსი გომესის შეძენა გადაწყვიტა

მკითხველის კომენტარები / 9 /
არსად წამსვლელი არ არის გენიოსი ის აქ რჩება რაღაც ჭორებია და მალე დასრულდება მასე იწერებოდა შარშანაც ნეიმარზე ბარსაში მიდისო მაგრამ მაგეც ტყუილი აღმოჩნდა ყოველ წელს ასეა ხან ვიღაც მოდის ხან ვიღაც მიდის.
ფენომენო
21:43 27-08-2020
2
ლეო მესი, შენი საფეხბურთო სპექტაკლებისთვის მადლობა. შენ შეუფასებელი ხარ!
გია
15:24 27-08-2020
3

სიახლეები პოპულარული