ინგლისის ჩემპიონატის პირველ ტურში ჩემპიონმა "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე 4:3 ძლივს სძლია პრემიერლიგაში დაბრუნებულ "ლიდსს".
მასპინძლები სამჯერ დაწინაურდნენ და მარსელო ბიელსას გუნდმა სამივეჯერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, გამარჯვების გოლი კი 88-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა გაიტანა.
ჰეთ-თრიკის ავტორმა სალაჰმა 2 გოლი თერთმეტმეტრიანით გაიტანა. მან გოლი სასტარტო ტურში ზედიზედ მეოთხე სეზონში გაიტანა და ტედი შერინგემის რეკორდი გაიმეორა.
"ლივერპული" სახლში პრემიერლიგაზე ბოლოს 2017 წლის აპრილში დამარცხდა - სერიამ 60 მატჩი შეადგინა.
ლივერპული. "ენფილდი"
ლივერპული - ლიდსი 4:3
გოლები: 1:0 სალაჰი (4, პენ), 1:1 ჰარისონი (12), 2:1 ვან დეიკი (20), 2:2 ბემფორდი (30), 3:2 სალაჰი (33), 3:3 კლიხი (66), 4:3 სალაჰი (88, პენ)
ბრავო ბიელსა.. ბრავო ლიდს!!!