ინგლისის ლიგის თასის გათამაშებაში ნულოვანი ფრის შემდეგ დანიშნულ 11-მეტრიანთა სერიაში "ბორნმუთმა" და "კრისტალ პალასმა" ერთმანეთს 21 პენალტი გაუტანეს.
ორივე გუნდის მინდვრის ფეხბურთელებმა 10-დან 10 პენალტი ზუსტად შეასრულეს. პირველი ფეხმრუდე "ბორნმუთის" მეკარე ასმირ ბეგოვიჩი აღმოჩნდა, რომელსაც კოლეგა უეინ ჰენესიმ აუღო. თუმცა მომდევნო დარტყმისას თავად უელსელმა კიპერმა ზეცის კარი შეარხია...
საბოლოოდ, ბეგოვიჩმა სერბ მილიოვოევიჩს აუღო და თავისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა, "კრისტალ პალასი" კი გათამაშებას გამოეთიშა.