ტიაგო ალკანტარამ "ლივერპულთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
როგორც დაანონსებული იყო, ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ამტკიცებს, რომ 29 წლის ალკანტარამ მერსისაიდულ კლუბთან უკვე გააფორმა ოთხსეზონიანი კონტრაქტი.

ეს სიამოვნება "ლივერპულს" 25 მილიონი ფუნტი დაუჯდება.

ის "ბაიერნში" 2013 წელს "ბარსელონადან" გადავიდა და მიუნხენურ გუნდში ყველა ტურნირზე 150 მატჩში 17 გოლი გაიტანა, გასულ სეზონში კი ბუნდესლიგაზე მის ანგარიშზე 24 შეხვედრაში 3 გატანილი გოლია.

ტიაგომ ესპანეთის ნაკრების ღირსება 36 მატჩში დაიცვა და 2-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული