რომან აბრამოვიჩი ფეხბურთში ფულს ათეთრებდა

AutoSharing Option
ВВС-ის ცნობით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი ქვედანაყოფი ეჭვობს, რომ "ჩელსის" მფლობელი, რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი უკანონო ფინანსურ ოპერაციებს აწარმოებდა.

რომან არკადის ძე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული ოფშორული კომპანია Leiston Holdings-ის  მეშვეობით ყიდულობდა იმ ფეხბურთელებს, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას "ჩელსიში" არასოდეს უთამაშია. ეჭვი განსაკუთრებით იმ ფაქტმა გააჩინა, რომ 2016 წელს, დროის ძალიან მცირე მონაკვეთში აბრამოვიჩის კომპანიებმა 1 მილიარდი დოლარის ფინანსური ოპერაციები განახორციელეს.

სხვა კლუბების ტრანსფერების განხორციელება 2008 წლიდან ინგლისში, ხოლო 2015 წლიდან მთელ მსოფლიოშია აკრძალული. ერთ-ერთი ასეთი ტრანსფერი ლისაბონის "სპორტინგის"
ყოფილი ნახევარმცველის, ანდრე კარილიოს "უოტფორდში" გადაყვანაა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ნელა უნდა შემოგვაპაროთ ასეთი ამბავი.
ტოტო
17:04 22-09-2020
0
უი რა თქვით.
გადეირია ხალხი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული