პრემიერლიგის მესამე ტურში "ლივერპულმა" "არსენალს" 3:1 სძლია.
მანემ ჩემპიონატზე 3 გოლი გაიტანა. მან "ენფილდზე" ჩემპიონატის 5 მატჩში "მეთოფეები" 4-ჯერ დაამწუხრა.
ასევე 3 გოლია მიმდინარე ტურნირზე ლაკაზეტის ანგარიშზე.
სტუმართა კარი მე-80 წუთზე შეცვლაზე შესულმა ჟოტამაც დალაშქრა. მან "წითლებში" პირველი გოლი გაიტანა.
"ლივერპულმა" სამივე სასტარტო შეხვედრაში იმარჯვა და 1-ელ ოქტომბერს თასზე ისევ "არსენალს" უმასპინძლებს, ხოლო ჩემპიონატზე 4 ოქტომბერს ბირმინგემში "ასტონ ვილას" დაუპირისპირდება.
ლივერპული - არსენალი 3:1
გოლები: 0:1 ლაკაზეტი (25), 1:1 მანე (28), 2:1 რობერტსონი (34), 3:1 ჟოტა (88)