მოურინიო მატჩისას დაიერს ტუალეტში გაეკიდა, ლამპარდს კი წაეჩხუბა

AutoSharing Option
ინგლისის ლიგის თასის 1/8-ფინალში "ტოტენჰემმა" პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხა "ჩელსი" (მატჩი 1:1 დასრულდა) და მეოთხედფინალში გავიდა.

პირველ ტაიმში "ტოტენჰემის" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო "ჩელსის" თავკაცს, ფრენკ ლამპარდს წაეჩხუბა, თუმცა თერთმეტმეტრიანების სერიის წინ პორტუგალიელი მასთან მივიდა და ხელი ჩამოართვა.

საინტერესო ფაქტი მოხდა 77-ე წუთზე: "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა ერიკ დაიერმა დაუკითხავად დატოვა მოედანი და ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ტუალეტში გაიქცა. მას მოუ გაეკიდა. ვიდრე დაიერი მოედანზე დაბრუნდებოდა, კალუმ ჰადსონ-ოდოიმ "დეზებს" კინაღამ გოლი გაუტანა.

Sportall.Ge

ნამატჩევს დაიერმა დაიჩივლა, რა მექნა, ძალიან გამიჭირდა და იძულებული გავხდი, გავქცეულიყავიო. ჟოზემ კი
თქვა, რომ დაიერის საქციელი ნორმალური არ იყო და მოედანზე ძალით დააბრუნა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გთხოვთ სტატიაში დააზუსტოთ კონკრეტულად რა ბუნებრივი მოთხოვნილების გამო იმყოფებოდა დაიერი ტუალეტში, რამდენ ხანს იყო და კმაყოფილი დარჩა თუ არა ტუალეტის სისუფთავით
გიორგი
11:07 30-09-2020
1
Daieri gava tvaletshi pataraze 1000 kushi,daieri gava didze:))) 10 000 kushi:)))
Miro
08:33 30-09-2020
1

სიახლეები პოპულარული