ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა საუთგეითი ლამის ჭკუიდან გადაიყვანონ

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ერთიანად სამმა ფეხბურთელმა ნაკრებში გამგზავრების წინ ანტივირუსული პროტოკოლი დაარღვია და შესაძლოა, ეროვნულ გუნდს მიღმა დარჩნენ.

საქმე ეხებათ "ჩელსის" ფორვარდ ტემი აბრაამს, მცველ ბენ ჩილუელსა და "დორტმუნდის" გარემარბ ჯეიდონ სანჩოს. ფეხბურთელებმა 2 ოქტომბერს აბრაამის დაბადების დღე წვეულებით აღნიშნეს, რომელსაც 6-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. მსგავსი თავშეყრისას ადამიანთა მაქსიმალური დაშვებული ოდენობა სწორედ ექვსია.

The Times-ის ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეითი საშინლად გაბრაზებულია, თან იმის გათვალისწინებით, რომ წინა შეკრებიდან ფილ ფოდენო და მეისონ გრინვუდი იმიტომ გაუშვა, ნომრებში გოგონები რომ აიყვანეს.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია გამოძიებას აწარმოებს და ფეხბურთელები ჯერ ნაკრებიდან არ გაუშვიათ, თუმცა ინგლისში ელოდებიან, რომ ეს დღეს მოხდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული