პსჟ-ის ყოფილმა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ "მანჩესტერთან" 1+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა.
33 წლის ურუგვაელს "იუნაიტედმა" სეზონურ გასამრჯელოდ 10 მილიონი ევრო დაუნიშნა.
ედინსონი პსჟ-ში ექვსჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და 138 გოლი გაიტანა. მან ურუგვაის ნაკრებში ჩატარებულ 116 შეხვედრაში 50-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
"მანჩესტერმა" აგრეთვე "პორტუდან" მცველი ალექს ტელესი და "ატალანტადან" 18 წლის თავდამსხმელი ამადა ტრაორე გადაიყვანა.