დღეს, 18 ოქტომბერს, "ტოტენჰემმა" "ვესტ ჰემს" უმასპინძლა და სწორედ ამ მატჩში შედგა უელსელის დაბრუნება.
მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა, არადა "მამლები" მე-16 წუთზე 3:0 იგებდა სონისა და კეინის გოლებით, მაგრამ ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა ვერ შეძლეს ამხელა უპირატესობის შენარჩუნება და მოწინააღმდეგეს ფაქტიურად 1 ქულა აჩუქეს.
5 ტურის შემდეგ "ტოტენჰემი" 8 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო "ვესტ ჰემი" 7 ქულით მე-8-ზე.
"ლონდონელი თეთრები" მომდევნო მატჩს "ბარნლისთან" სტუმრად გამართავენ, ხოლო დევიდ მოიესის შეგირდები "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებენ.
შეგახსენებთ, გარეთ ბეილი 2013 წელს "ტოტენჰემიდან" "მადრიდის რეალში" იმ დროისთვის სარეკორდო თანხად, 101 მილიონ ევროდ, გადავიდა.
ლონდონი. "ტოტენჰემ ჰოთსპური"
ტოტენჰემი - ვესტ ჰემი 3:3
გოლები: 1:0 სონი (1), 2:0 კეინი (8), 3:0 კეინი (16), 3:1 ბალბუენა (82), 3:2 სანჩესი (85, საკ. კარში), 3:3 ლანზინი (90+4)
აგენტი: "რეალმა" ის ადგილი უნდა კოცნოს, სადაც ბეილი ფეხს დგამდა