პრემიერლიგაში დაბრუნებულმა "ლიდსმა" მე-6 ტურში სტუმრად 3:0 მოუგო "ასტონ ვილას". ეს მიმდინარე ჩემპიონატზე ბირმინგემელთა პირველი მარცხია.
ჰეთ-თრიკი 27 წლის თავდამსხმელმა პატრიკ ბემფორდმა შეასრულა. მის ანგარიშზე 6 მატჩში 6 გოლია. ამ სეზონამდე მას პრემიერლიგაში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გატანილი - 2017 წელს, როდესაც "ბარნლიში" თამაშობდა, "მიდლსბროს" კარი დალაშქრა. ის აგრეთვე "ნორვიჩსა" და "კრისტალ პალასში" ასპარეზობდა.
მარსელო ბიიელსას გუნდი 10 ქულით მე-6 ადგილზეა და 3 ნოემბერს "ლესტერს" უმასპინძლებს, ხოლო 12 ქულით მე-2 პოზიციაზე მყოფი "ასტონ ვილა" 1-ელ ნოემბერს "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდება.