The Times: მესი "სიტიში", 10 წლით

AutoSharing Option
ევროპულ მედიაში არ წყდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის ნაკადი ლიონელ მესის კარიერის გაგრძელების თაობაზე. "ბარსელონას" პრეზიდენტობის თითქმის ყველა კანდიდატი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა არგენტინელი ვარსკვლავი კარიერის ბოლომდე მათთან დარჩეს.

მესის მსურველთა შორის აქამდე ყველაზე აქტიური "მანჩესტერ სიტი" გახლდათ. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ზაფხულში პირადად აგვარებდა მის "სიტიში" გადასვლას, მაგრამ გეცოდინებათ, "ბარსას" შეფობამ ეს ტრანსფერი დაბლოკა.

შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ მანკუნიანელებმა საბოლოოდ თქვეს უარი ვეტერანი არგენტინელის ტრანსფერზე, მაგრამ ახლა სოლიდური The Times-ი წერს, რომ "მანჩესტერ სიტიმ" საბოლოოდ გადაწყვიტა ზაფხულში თავისუფალი
აგენტის სტატუსით აიყვანოს მესი, რომელსაც 10-წლიან კონტრაქტს დაუდებენ.

ლეო იმდენ ხანს ითამაშებს "სიტიში", რამდენ ხანსაც შეძლებს, შემდეგ კი ჰოლდინგ Sity Football Group-ის მფლობელობაში მყოფი 8 გუნდიდან რომელიმეში გადავა და როდესაც ფეხბურთის თამაშს თავს დაანებებს, "მანჩესტერ სიტის" ე.წ. ელჩი და კლუბის სახე იქნება. 43 წლის ასაკში კი ლეოს კონტრაქტი დაუმთავრდება და თუ სურვილი ექნება, მის გაგრძელებაზე მოილაპარაკებენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
10 ცოტაა.. 30 წლიანი კონტრაქტი დაუდონ.. მესი რომ ერთერთი საუკეთესოა არავინ დაობს, მაგრამ ამ ბიჯს არ შეუძლია 40 წლამდე ფეხბურთის თამაში .. არაა ათლეტი, არც ვარჯიშით იკლავს თავს. ვფიქრობ რომ გაიარა უკვე კარიერის საუკეთესო წლები.. 2-3 წელში დაკიდებს ბუცებს ლურსმანზე..
geo-geo
17:37 24-11-2020
7
ხომ იცი ვინც ხარ და რა ხარ...
ვაა ვინ ხარ ტო-ს
10:08 25-11-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული