"ტოტენჰემმა" "არსენალს" მოუგო და ლიდერობა დაიბრუნა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-11 ტურში "ტოტენჰემმა" "არსენალი" 2:0 დაამარცხა. გოლები ჰარი კეინმა და სონ ხინ მინმა ერთმანეთის პასებით გაიტანეს. ჩემპიონატზე მათ ერთმანეთს 31-31 საგოლე გადაცემა გაუკეთეს. მათზე მეტი საგოლე პასი ერთმანეთს მხოლოდ "ჩელსის" ყოფილმა შემტევებმა ფრენკ ლამპარდმა და დიდიე დროგბამ გაუკეთეს - 36-36.

კეინმა კარიერაში 250-ე გოლი გაიტანა, "ტოტენჰემმა" კი 2010 წლის შემდეგ პირველად ზედიზედ მეორედ სძლია ჩემპიონატზე "არსენალს". "არსენალმა" ბოლო 5 მატჩში ვერ დაამარცხა "ტოტენჰემი" - უკანასკნელად 2 წლის წინ სძლია.

ნამატჩევს გამარჯვებული გუნდის მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თქვა, რომ პროგრესირებენ და
ლიდერობა კარგია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული